Saturday, March 19, 2011

ჩემი სოფლის/ქალაქის მეტყველება


პროექტის მთავარი იდეა: „თვალადური ქართული ჭაშნიკის ავტორი წერს: „სხვა არის დიასახლისის ენა და სხვა არის მამასახლისის ენა. დედა ოთახის, ეზო–ყურის,სათონის,ბოსტნის ენით საუბრობს. მამის ენას ვენახის, მარნის, ორღობის, მინდვრისა და სათიბის სურნელი დაჰკრავს, უსმენ იწერ, იმახსოვრებ...
მთავარი მიზნები: იმ სიტყვებისა და გამოთქმების შეგროვება, რომლებიც ჩვენს მხარეშია გავრცელებული.მცირე ლექსიკონების შექმნა.
პროექტის აქტუალობა: განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანის ლექსიკა, მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ,რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები განსხვავებული ლექსიკით ლაპარაკობენ.
მონაწილეთა ასაკი: მეშვიდე კლასის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი –ორი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუკტები, რაც შეიძლება შეიქმნას: 1. მცირე ლექსიკონების შექმნა. 2.საკლასო ხელნაწერი ჟურნალის შექმნა.
საჭირო ძირითადი რესურსები:ფურცლები,კალმები, სურათები,კომპიუტერი, ინტერნეტ–გვერდები.
პროექტის მსვლელობა /აქტივობები: ჯგუფების შექმნა,სხვადასხვა ჯგუფის წევრების მიერ სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ადამიანთა მეტყველებაში გავრცელებული სიტყვების შეგროვება, ფოტოების გადაღება.წყაროების დამუშავება
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ კავშირი: გეოგრაფია, ისტ ორია.
პროექტის ხელმძღვანელი: ნ. ხუციშვილი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:n.xucisvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:htt.nxucisvili.blogspot.com